ჩვენს შესახებ

კომპანიის შესახებ

სათავო კომპანია „პარაფარმი“ რუსულ ფარმაცევტულ ბაზარზე 1994 წლიდან ფუნქციონირებს, ხოლო მისი შვილობილი კომპანია GPG 1998 წლიდან გახდა ცნობილი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, როგორც საიმედო და დინამიურად განვითარებადი სამამულო კომპანია.

ჩვენ კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ე. წ. ადაპტოგენური თვისებების მქონე სამკურნალო პრეპარატების წარმოება. Oორიოდე სიტყვით ამ მიმართულების შესახებ.

როგორც ცნობილია, ადამიანის ორგანიზმი მთელი სიცოცხლის მანძილზე ეგუება განუწყვეტელ ცვალებად გარემო პირობებს. ამასთან ჯანმრთელობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს შინაგანი გარემოს-ჰომეოსტაზის მუდმივობა. Oორგანიზმის შეფარდებითი დინამიური მუდმივობის შენარჩუნება განპირობებულია ორგანიზმის ადაპტაციური რეაქციებით. Aადაპტოგენები ეს ისეთი საშუალებებია, რომლებიც ზრდიან ადამიანის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს მავნე გარემო პირობებისადმი, ანუ ისინი აადვილებენ ადაპტაციას გარემოსთან, რითიც აუმჯობესებენ სიცოცხლის ხარისხს, თავიდან აცილებენ ორგანიზმს სხვადასხვა დაავადების განვითარებას, ხოლო დაავადების შემთხვევაში ეხმარებიან მას გამოჯანმრთელების დაჩქარებაში.

თანამედროვე ეპოქაში კიდევ უფრო აქტუალური ხდება ეკოლოგიური ფაქტორების, დაბინძურებული გარემოს, გამონაბოლქვის, სხვადასხვა სახის ელექტრომაგნიტური გამოსხივებისა და უამრავი მავნე ფაქტორის გავლენა 21-ე საუკუნის ადამიანზე, რაც ადაპტოგენების გამოყენებას დაავადებების პრევენციისათვის კიდევ უფრო საგულისხმოს ხდის. Aადაპტოგენური უნარით მრავალი სამკურნალო მცენარეა დაჯილდოებული და მათ ყოველთვის სათანადო ადგილი ეჭირათ უძველეს ტრადიციულ მედიცინაში, მეცნიერულმა მიდგომამ, სამეცნიერო კვლევებმა კი მათი გამოყენების კიდევ უფრო მეტი საშუალებები წარმოაჩინეს.

ამჟამად კომპანიაGGPG აწარმოებს 13 დასახელების სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატს. მათ შორის ყველაზე პოპულარული მიმართულებაა გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების საპროფილაქტიკო და სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ვირატონი, კან იანგი და ჰერბასპრინი. მათ საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვეს ექიმებსა და მოსახლეობაში, პირველ რიგში ეფექტურობის, ასევე მინიმალური გვერდითი მოვლენების გამო.
Lლამინარია და სელენტინი ემსახურება ორგანიზმისათვის მნიშვნელოვანი მიკროელემენტების იოდისა და სელენის დეფიციტის შევსებას. სპლატი სხვადასხვა ვიტამინისა და მინერალური ნივთიერებების დამატებითი წყაროა. ამასთან აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნივთიერებები ბუნებრივი, მცენარეული ნედლეულისაგან არის მიღებული, შესაბამისად ორგანულია და ადვილად ათვისებადია ადამიანის ორგანიზმისათვის.

ალკონოლი ყურძნის კლერტის მშრალ ექსტრაქტს წარმოადგენს და ასრულებს ალკოპროტექტორულ და ღვიძლის დაზიანებისაგან დამცავ ფუნქციას.
გასტერინი სამკურნალო მცენარეთა კომპოზიციაა, რომელიც იცავს კუჭ-ნაწლავის სისტემას მავნე ფაქტორების ზეგავლენის შედეგად დაზიანებისაგან.
ჟენშენი და როდასკონი საკმაოდ ცნობილი კლასიკური ბუნებრივი ადაპტოგენებია. ისინი გამოიყენებიან შრომისუნარიანობის ასამაღლებლად;სტრესული სიტუაციებისადმი ადაპტაციისათვის;ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის;ორგანიზმის ასთენიური მდგომარეობის დასაძლევად;ნევროზული, ისტერიული რეაქციების, უძილობის სამკურნალოდ.

თრიოსონი ნატურალური საძილე-სედატიური საშუალებაა. იგი მსუბუქ და მრავალმხრივ ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე: ხსნის დაძაბულობას, გაღიზიანებადობას, მომატებულ აგზნებადობას, დამაწყნარებლად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, იწვევს სწრაფ ჩაძინებასა და ღრმა ძილს, ხელს უწყობს ძილის ფაზებისა და ხანგრძლივობის ნორმალიზაციას, ჯანსაღი ძილის შედეგად უზრუნველყოფს დაკარგული ძალების აღდგენას.

არსებული ინფორმაციისა და მრავალსაუკუნოვანი ხალხური მედიცინის გამოცდილების საფუძველზე, მეცნიერული კვლევებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით კომპანიაში მუდმივად ხდება ახალი თაობის სამკურნალო პრეპარატების შექმნა და ქართული ფარმაცევტული ბაზრის შევსება მაღალხარისხოვანი პრეპარატებით.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია საქართველოს სამკურნალო მცენარეების საკმაოდ მრავალფეროვანი რეზერვების გამოყენებით ახალი მიზანმიმართული კომპოზიციების შექმნა. მათი საშუალებით კომპანია იმედოვნებს გარკვეული წვლილი შეიტანოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებაში.