Category Archives: მთავარი

საბელინკი

DSC03266

მცენარეული საშუალება ჯანმრთელი სახრებისთვის
შემადგენლობა: ჭაობის მარწყვბალახა- 50მგ
ბაბუაწვერას ფესვები- 30მგ
თეთრი ტირიფის ქერქი-30მგ

ჩვენება: ტკივილი და შეშუპება სახსრების არეში
ოსტეოართროზი
ხერხემლის ოსტეოქონდროზი

დოზირება:1 აბი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში.
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #40

საბელნიკში შემავალ აქტიურ ნივთიერებებს ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.
• ჭაობის მარწყვბალახა პოპულარულია თანამედროვე მედიცინაში.მას აქვს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგების, ანტიჰისტამინური, ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, აგრეთვე ანტიოქსიდანტური უნარი და ვიტამინური აქტივობა.
• ბაბუაწვერაში შემავალი გლიკოზიდი ტარაქსაცინი გავლენას ახდენს სინოვიალური სითხის შემადგენლობაზე, ასტიმულირებს ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას, პოლისაქარიდები არეგულირებენ კოლაგენის და ელასტინის სინთეზს.
• თეთრი ტირიფის ქერქი შეიცავს ალკალოიდს- სალიგენინი, რომელიც გარდაიქმნება სალიცილის მჟავად, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება და არ აზიანებს კუჭის ლორწოვანს.


ცისტოფიტი

DSC03265

ბუნება თვითონ წერს ფორმულას
შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა
შემადგენლობა:ოხრახუშის ფოთლები- 100მგ
წითელი მოცვის ფოთლები- 50მგ
თეთრი არყის ხის ფოთლები- 50მგ
ელეუტეროკოკი- 20მგ

ჩვენება: შარდ-სასქესო სისტემის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები
ორგანიზმში სითხის შეკავება
შეშუპება
იმუნიტეტის გაძლიერება

დოზირება: მოზრდილები 1 აბი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ 4 კვირის განმავლობაში,
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #40

• ოხრახუშს აქვს დიურეზული და ნაღველმდენი, დეზინტოქსიკაციური მოქმედება, ხსნის შეგუბებას, აძლიერებს ქსოვილოვანი სითხის ტრანსპორტს და ლიმფურ დრენაჟს. შეიცავს ვიტამინებს და მიკროელემენტებს.
• წითელი მოცვის ფოთლებს აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება. არბუტინი, ურსულის მჟავა და ფიტონციდები თრგუნავენ ოქროსფერი სტაფილოკოკოს ზრდას.ფოთლებს აქვს დიურეზული, მადეზინფიცირებელი. შარდმდენი, ნაღველმდენი მოქმედება, ასტიმულირებს ფაგოციტოზს, არეგულირებს მინერალურ და აზოტოვან ცვლას.
• თეთრი არყის ხის ფოთლები შარდმდენია.
• ელეუტეროკოკი კლასიკური ადაპტოგენია, ასტიმულირებს თ უჯრედოვან იმუნიტეტს, ზრდის ლიმფოციტების (თ კილერების) რაოდენობას, აძლიერებს ფაგოციტოზს, აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება. ელეუტეროკოკი აძლიერებს იმუნიტეტს სტრესის და ინფექციების დროს, ამცირებს დაავადების გართულების რისკს და უზრუნველყოფს სწრაფ გამოჯანმრთელება


ტრიოსონი


DSC03277
ტრიოსონი ნატურალური საძილე-სედატიური საშუალებაა
ხსნის დაძაბულობას,გაღიზიანებადობას, მომატებულ აგზნებადობას, დამაწყნარებლად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, იწვევს სწრაფ ჩაძინებასა და ღრმა ძილს,ხელს უწყობს ძილის ფაზებისა და ხანგრძლივობის ნორმალიზაციას, ჯანსაღი ძილის შედეგად უზრუნველყოფს დაკარგული ძალების აღდგენას.
აღიდგინეთ ჯანსაღი ძილი-გაუფრთხილდით თქვენს ენერგეტიკულ და ფსიქიურ პოტენციალს.


სელენტინი

DSC03270

ჯანმრთელობა ჩასახვიდან სიბერემდე
ორგანული სელენის და მწვანე ჩაის უნიკალური კომბინაცია

შემადგენლობა: სელენი- 50მკგ
მწვანე ჩაი -100მგ

ჩვენება: კანის, თმის და ფრჩხილების დაავადებები
იმუნიტეტის დაქვეითება
გულის იშემიური დაავადება, არითმია, კარდიოპათიები
ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა, ქიმიოთერაპია
უნაყოფობა, განსაკუთრებით მამაკაცთა
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები (გასტრიტი, კოლიტი, პანკრეატიტი)

დოზირება: მოზრდილები 1 აბი 1-ჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში, კურსი სასურველია განმეორდეს ერთი თვის შემდეგ.

უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ჰიპერტონია, მომატებული ნერვული აგზნება, უძილობა.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30

სელენი მონაწილეობს ორგანიზმის ცხოველქმედების ყველა რგოლში ჩასახვიდან სიბერემდე. სელენი ბუნებაში ორი სახით გვხვდება. ნიადაგში იგი არაორგანული სახითაა, მცენარეში მოხვედრისას კი გარდაიქმნება ორგანულ ნაერთად. ათვისებადობის თვალსაზრისით მცენარეული ფორმა უმჯობესია. ნიორი, ლუდის საფუარი, პურის ქატო სელენის ბუნებრივი წყაროა.
• სელენი შედის მრავალი ჰორმონის და ფერმენტის შემადგენლობაში, ასტიმულირებს ერითროპორეზს, აუჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, გამოდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალის იონებს, შლაკებს, ტოქსიურ ნივთიერებებს, აფერხებს თრომბოციტების აგლუტინაციას, მონაწილეობს კოფერმენტ Q10- ის სინთეზში,რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებისთვის, ასევე ინფარქტის შემდგომ პერიოდში მიოკარდიუმის აღდგენისათვის, აუმჯობესებს კარდიომიოციტებში მიტოქონდრიების ფუნქციონირებას და იცავს უჯრედს ჟანგბადოვანი შიმშილისგან.
• სელენი აძლიერებს იმუნურ სისტემას,ხელს უშლის ორგანიზმში სიმსივნური პროცესების განვითარებას, იცავს ორგანიზმს რადიაციული გამოსხივებისგან.
• სელენის დეფიციტი იწვევს კანის და ფრჩხილების დაავადებას.
• სელენი აუცილებელია ფარისებრი და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის.
• ფოლიუმის მჟავასა და თუთიასთან ერთად სელენს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ნერვული მილის ემბრიოგენეზში.
• მწვანე ჩაი ძლიერი ანტიოქსიდანტი, ვიტამინებისა და მინერალების წყაროა, იგი სინერგიულად მოქმედებს სელენთან ერთად.


ლამინარია

DSC03267

ჯანმრთელობის ფორმულა ბუნებისაგან
იოდდეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა
შემადგენლობა: ზღვის წყალმცენარე-ზღვის კომბოსტო
ერთი აბი შეიცავს 150მკგ. იოდს

ჩვენება: იოდდეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
ენდემური ჩიყვი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების მოშლა-ყაბზობა, კოლიტი
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ჭარბი წონა, ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისაგან

დოზირება:1-2 აბი 1-ჯერ დღეში ჭამის წინ ორი თვის განმავლობაში.
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, მწვავე ნეფრიტი, ჰემორაგიული დიათეზი.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #20

იოდის დეფიციტი და მისგან გამოწვეული პათოლოგიები საკმაოდ ხშირია.ამ პრობლემის გადაჭრა იოდიზირებული მარილის გამოყენებით ვერ ხერხდება, რადგან იოდიდები სუფრის მარილში არასტაბილურია და სწრაფად ორთქლდება, განსაკუთრებით ტენიან გარემოში ან გაცხელებისას. გარდა ამისა არაორგანული იოდი ცუდად აითვისება ორგანიზმის მიერ.
• ლამინარიას უპირატესობა სხვა პრეპარატებთან შედარებით არის მასში ორგანული იოდის დიდი რაოდენობა, რომელიც ადვილად აითვისება ორგანიზმის მიერ. ამაში მას ვიტამინების და მიკრო-მაკროელემენტების (მოლიბდენი, სპილენძი, კობალტი) შემცველობა უწყობს ხელს.
• ლამინარია აწესრიგებს ნაწლავთა მოქმედებას. მისი უჯრედისი ჯირჯვდება ნაწლავში, აღიზიანებს ნაწლავის ლორწოვანში არსებულ რეცეპტორებს და აძლიერებს პერისტალტიკას. ამასთანავე ალგინის მჟავის შემბოჭველი უნარის გამო კავდება წყალი ნაწლავში, რაც იწვევს განავლის ნორმალიზაციას.
• ლამინარია უვნებელი, ნატურალური პრეპარატია ორსულებისთვის.
• ლამინარიას ანტიათეროსკლეროზული ეფექტი განპირობებულია მასში ქოლესტერინის ანტაგონისტ- ბეტასიტოსტერინის შემცველობით.


ჯენშენი

DSC03274

სიცოცხლის ფესვი
შემადგენლობა: ჟენშენის ფესვის მშრალი ექსტრაქტი- 0.02გ

ჩვენება: ასთენიური მდგომარეობა,ჰიპოტონია, შრომისუნარიანობის დაქვეითება
სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება
ნევროზი, სტრესული სიტუაციებისადმი ადაპატცია
გაღიზიანებადობა, თავბრუსხვევა, დეპრესიული განწყობა
დაავადების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი

დოზირება:1 აბი 3-ჯერ დღის პირველ ნახევარში,1 თვის განმავლობაში.
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, უძილობა, ჰიპერტენზია,ორსულობა, 16 წლამდე ასაკი.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #20

ჟენშენი ხასიათდება თერაპიული მოქმედების ფართო სპექტრით.იგი არ იწვევს ჭარბ აგზნებას. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა ორგანიზმის დარღვეულ ფუნქციებს დაუბრუნოს საწყისი დონე, Gჟენშენი ეწინააღმდეგება ორგანიზმის ბიორითმების დესტრუქციას. იგი მოქმედებს როგორც,
• მატონიზირებელი, ადაპტოგენური საშუალება, უზრუნველყოფს ორგანიზმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებას.
• აძლიერებს სასქესო ორგანოთა ფუნქციას.
• ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედების რეგენერაციას (ზრდის ცილის სინთეზის სიჩქარეს).
• აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას (უზრუნველყოფს ატფ-ის გაზრდილ სინთეზს).
• ზრდის გულის კუნთის შეკუმშვის ამპლიტუდას.
• არეგულირებს კანში წყლის შემცველობას, აფართოებს პერიფერიულ კაპილარებს და აუმჯობესებს კანის კვებას.


გასტერინი

DSC03259

ზუსტად მიზანში
არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონალურ მდგომარეობას
შემადგენლობა:ბაბუაწვერა- 50მგ
ხეჭრელა -50მგ
ლამინარია (ზღვის კომბოსტო)- 100მგ
პიტნა -30მგ
ალოე -3.5მგ

ჩვენება: ყაბზობის პროფილაქტიკა და მკურნალობა
ღვიძლის ფუნქციის რეგულირება
მეტეორიზმი, გულძმარვა
ორსულთა და მეძუძურთა ყაბზობა
გასტერინი მიზანშეწონილია მშობიარობის შემდგომ პერიოდში ნაწლავთა მოტორიკის დაქვეითების დროს

დოზირება: ბავშვები 2-12 წელი- 1 აბი 2-3-ჯერ დღეში ჭამის დროს
მოზრდილები 2 აბი 3-ჯერ დღეში ჭამის დროს 4 კვირის განმავლობაში,
კურსი სასურველია განმეორდეს ერთი თვის შემდეგ.
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30

• გასტერინის შემადგენელი მცენარეული კომპონენტები ხასიათდებიან სპაზმოლიზური, ანთებისსაწინააღმდეგო, საჭმლის მომნელებელი პროცესის მასტიმულირებელი მოქმედებით, ამასთან გასტერინი არ იწვევს მიჩვევას.
• ბაბუაწვერას ექსტრაქტი ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, აძლიერებს ნაღველის გამოყოფას, აქვს ანტისპაზმური და საფაღარათო მოქმედება, ბაბუაწვერას პოლისაქარიდების გავლენით ნაწლავი უფრო ადვილად იცლება შიგთავსისაგან.
• ხეჭრელას ექსტრაქტი აძლიერებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას, გააჩნია ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ფუნქციის რეგულირების უნარი.
• ლამინარია შეიცავს ვიტამინებს, მიკროელემენტებს-იოდი, მაგნიუმი,ბრომი,კალიუმი. მისი უჯრედისი იჯირჯვება ნაწლავში, აღიზიანებს ლორწოვანის რეცეპტორებს, ძლიერდება ნაწლავის პერისტალტიკა და ხდება შიგთავსის ევაკუაცია.
• პიტნა- ძირითადი აქტიური ნივთიერებაა მენთოლი, რომელიც აძლიერებს პერისტალტიკას და საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას. აქვს ანტისეპტიკური, სპაზმოლიზური, ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.
• ალოე ხასიათდება საფაღარათო მოქმედებით.


ვირატონი

DSC03279

• ვირატონი – ამარცხებს გრიპს
• გამოშვების ფორმა: ტაბლეტები № 20
• შემადგენლობა: ნივრის მშრალი ექსტრაქტი-0.175გ
• სპირულინა პლატენსის-0,053გ. ვიტამინი ჩ-0,122გ

• ჩვენება: რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა. გრიპის ეპიდემია, გრიპის შემდგომი ასთენიზაციის სინდრომის თავიდან აცილება.

• დოზირება: საპროფილაქტიკო კურსი 1 აბი დღეში ერთხელ 3-4 კვირის განმავლობაში, მკურნალობის კურსი ბავშვებში 1 აბი სამჯერ დღეში, მოზრდილებში 2-3 აბი ჭამის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში.
• გვერდითი მოქმედება და უკუჩვენებები:
• უკუჩვენებები ვირატონთან მიმართებაში არ არის შენიშნული.
• ვირატონის მიღება შეიძლება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

• ვირატონი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უვნებელ და საიმედო საშუალებას სეზონური დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
• Fფარმაცევტული კომპანია პარაფარმის მიერ შექმნილი პრეპარატი ვირატონი წარმოადგენს ქიმიური იმუნომოდულატორების ალტერნატივას. იგი ასტიმულირებს საკუთარი ინტერფერონის სინთეზს ორგანიზმში, რომელიც ეწინააღმდეგება ვირუსის შეღწევას და გამრავლებას უჯრედში. ნიორში არის ანტიჰიალურონიდაზური აქტივობის ფაქტორი (ნივთიერება ალიცინი, რომელიც არცერთ სხვა მცენარეში არ გვხდება), რომელიც ახდენს ვირუსის მიერ ფერმენტ ჰიალურონიდაზას შედეგად სომატურ უჯრედში ადვილად ჩანერგვას და გამრავლების ინჰიბირებას. ნიორში შედის გლიკოზიდი, გლუკომინალი, რომელსაც ბაქტერიოციდული მოქმედება აქვს. გარდა ამისა ნიორი ხელს უწყობს ნახველის გათხელებას და აუმჯობესებს ბრონქების სადრენაჟო ფუნქციას.
• სპირულინა და ასკორბინის მჟავა ბუნებრივი იმუნომოდულატორები არიან, ნიორთან ერთად ზრდიან ფაგოციტოზს 25-40%-ით, ორგანიზმზე ახდენენ ზოგადგამაჯანსაღებელ მოქმედებას.


ალკონოლი

DSC03273ბუნებრივი ანტიოქსიდანტი
ალკონოლი დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები
შემადგენლობა: ყურძნის კლერტის მშრალი ექსტრაქტი- 345მგ

ჩვენება: ალკოჰოლური ინტოქსიკაცია
სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია
მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი
ღვიძლის წამლისმიერი ან ალკოჰოლური დაზიანება
ალკოჰოლისადმი ლტოლვის შემცირება

დოზირება:ნებახუსევის შესამცირებლად 2-3 აბი ალკოჰოლის მიღებამდე ნეხევარი საათით ადრე ან უშუალოდ ალკოჰოლის მიღებისას.
ალკოჰოლის ქრონიკული გამოყენებისას, დამოკიდებულების შესამცირებლად 2 აბი 3-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
ძლიერი სპირტიანი სასმელების გამოყენებისას 2აბი 3-ჯერ დღეში 2-3 დღე.
სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში მიღება უსაფრთხოა.
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #20

ალკონოლი დღეისათვის მეცნიერულად დასაბუთებული სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმში სპირტის ჟანგვის შედეგად ტოქსიური პროდუქტების დაგროვებას. ალკოჰოლის დაშლას დიდი რაოდენობით ჟანგბადი ჭირდება, რაც ჰიპოქსიას და უჯრედის შემდგომ დესტრუქციას იწვევს, წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები, ირღვევა უჯრედის მემბრანის სტრუქტურა და ფუნქცია. ღვიძლის უჯრედების დაშლის შედეგად კი ხდება მათი ჩანაცვლება შემაერთებელი ქსოვილით. ენდოტოქსინები, ამიაკი და სხვა ტოქსიური ნივთიერებები ხვდება სისხლში, აზიანებენ ცნს-ს.
ალკონოლს აქვს უნარი დააქვეითოს ალკოჰოლის ტოქსიური გამოვლინება ორგანიზმში და დათრგუნოს ფიზიკური დამოკიდებულების განვითარება. პრეპარატის აქტიური კომპონენტია “კაპრიმა”, ბიოაქტიური ნივთიერებების უნიკალური, ბუნებრივი კომპლექსი.მას აქვს ადაპტოგენური, ალკოპროტექტორული, ჰეპატოპროტექტორული და ანტიოქსიდანტური თვისებები.