სტატიები

ვარდისფერი როდიოლა

მინდა ვისაუბრო ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებულ პრეპარატ – „როდასკონ“-ში  შემავალ კომპონენტზე,  კერძოდ  „ვარდისფერ როდიოლა“-ზე , Rhadiola rozea

ეს არის მრავალწლიანი მცენარე, რომელიც ძირითადად მოიპოვება პოლარულ-არქტიკულ და ალპურ ზონაში,  იგი იზრდება მსოფლიოს  ცივ რეგიონებში,  მთებში, ცენტრალურ აზიაში, ძირითადად აღმოსავლეთ ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ რუსეთის,  დასავლეთ ციმბირის და ალტაის მთების ტერიტორიაზე.

ხალხურ მედიცინაში რადიოლას მიწისქვედა ნაწილი ოდითგანვე გამოიყენებოდა, როგორც საშუალება, რომელიც ხსნიდა დაღლილობას, ამაღლებდა შრომისუნარიანობას, ასევე ისეთი დაავადებების დროს, როგორიც არის –  ანემია ,იმპოტენცია, კუჭ-ნაწლავის და ნერვული სისტემის დაავადებები. ცნობილია რომ, რადიოლას იყენებდნენ ვიკინგები საომარი მოქმედებების წინ, ასევე ჩინურ მედიცინაში  ტრადიციულად გამოიყენებოდა  მხოლოდ იმპერატორების და არისტოკრატების წრეში. ითვლებოდა რომ მოზღვავებული ენერგია მატებდა მათ სიმამაცეს და საკუთარი თავის თავდაჯერებულობას.

1961 წლიდან ტომსკის კვლევით ინსტიტუტში დაიწყო როდიოლას  ფართო ექსპერიმენტალური გამოკვლევები, გამოქვეყნებულია ასობით ექსპერიმენტალური და კლინიკური ნაშრომი.

მოქმედების მექანიზმით რადიოლა მიეკუთვნება – „ ენერგოსტიმულატორები“-ს ჯგუფს, აფართოებს ორგანიზმის საკუთარ ბიოქიმიურ და ფუნქციონალურ რეზერვს.

რეკომენდირებულია როდიოლას პრეპარატების გამოყენება  – ორგანიზმის ასთენიური მდგომარეობის დროს, კომპლექსურ მკურნალობასთან ერთად ანთებითი და ინფექციური დაავადებების დროს, თავის ტვინის ტრავმების დროს, სექსუალური დისფუნქციების დროს.

მაგრამ უფრო მეტი გავრცელება მოიპოვა როდიოლას გამოყენებამ პრაქტიკულად სრულიად ჯანმრთელ, აქტიურად მომუშავე ადამიანებს შორის ფიზიკური და ფსიქიური შრომისუნარიანობის შენარჩუნებისთვის და ასევე ჯანმრთელობის აღსადგენად გადატანილი დაავადებების შემდეგ

rodiola

 

სპირულინა

წყალმცენარე სპირულინას თვისებები

 

სპირულინა – ეს არის ოსცილატორული ციანობაქტერიების სახეობა (მოლურჯო-მომწვანო წყალმცენარე) რომელიც ცოცხლობს ჩვენს პლანეტაზე უკვე მრავალი მილიონი წელი, ასეთი უძველესი მცენარე ჩვენს სამყაროში დარჩა ძალიან ცოტა, მაგრამ ის წყალმცენარეები რომლებიც გადარჩნენ ამდენი საუკუნეების მანძილზე დროით დაამტკიცეს თავიანთი სიცოცხლისუნარიანობა.

სპირულინა ერთ ერთი მცენარეა რომლის საარსებო გარემოს წარმოადგენს მჟავა ტუტოვანი გარემო, ამიტომაც მას ოდითგანვე იყენებდნენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების მკურნალობისთვის და პროფილაქტიკისთვის. სპირულინა  კუჭში მოხვედრისას

გარს ეხვევა კუჭის ლორწოვან გარს  და სწრაფად  ხსნის გულძმარვის შეტევას, ასევე დადებითად მოქმედებს ისეთი დაავადებების დროს, როგორიც არის გასტრიტი და კუჭის წყლული.

სპირულინას სასარგებლო თვისებები იმით არის განპირობებული, რომ მის შემადგენლობაში შედის  უამრავი ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტები .სპირულინა შეიცავს მიკრო და მაკრო ელემენტების ფართო სპექტრს.  შეიცავს დიდი რაოდენობით       ქლოროფილს, რომელსაც უძლიერესი მოქმედება ახასიათებს ორგანიზმის იმუნიტეტზე. მის შემადგენლობაში ასევე დიდი რაოდენობით არის ისეთი ვიტამინები როგორიც

არის : A, B1, B2, B3, B6, B12, E, ფოლიუმის მჟავა, პანტოტენოვის მჟავა, ინოზიტოლი.

სპირულინას შემადგენლობაში აღმოჩენილია ლურჯი პიგმენტი ფიკოციანინი, ნივთიერება, რომელსაც შეუძლია გააჩეროს კიბოს უჯრედების ზრდა. დედამიწის ზურგზე სხვა არც ერთ პროდუქტში ეს პიგმენტი ნაპოვნი არ არის.

მთლიანად სპირულინას შემადგენლობაში შედის 2000-მდე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება: ვიტამინები, მინერალები, ფერმენტები, ამინომჟავები. მსოფლიოს წამყვან სამედიცინო, საკვლევ-სამეცნიერო და სამედიცინო დაწესებულებებში ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცეს, რომ სპირულინას აქვს უნიკალური თვისებები და შესაძლებლობები:

  • გრიპის ნებისმიერი სეროტიპის დათრგუნვა.
  • ვიტამინებისა და მინერალების კომპენსაცია.
  • სისხლში არეგულირებს ქოლესტერინსა და ცხიმების შემცველობას, ათეროსკლეროზისა და გულის იშემიური დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკაა
  • ასტიმულირებს სიმაღლეში ზრდას.
  • აახალგაზრდავებს უჯრედებს
  • აქვს ანტირადიაციული მოქმედება (შეუძლია გააუვნებელყოს რადიონუკლიდები)
  • არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აღადგენს დაქვეითებულ იმუნიტეტს, აფერხებს ზედმეტი ცხიმების დაგროვებას
  • ხელს უწყობს სისხლძარღვების, წყლულოვანი დაავადებების, ჰიპერტონიის, ოსტეოქონდროზის, სისუსტის, უძილობის მკურნალობას
  • ორგანიზმიდან გამოდევნის ჭარბ მძიმე მეტალებს, ტოქსინებს, რადიონუკლიდებს. აფერხებს ჭარბი ლეიკოციტების წარმოქმნას რენტგენოთერაპიის დროს. არის ორგანიზმის „გამწმენდი“ განსაკუთრებით ეკოლოგიურად დაბინძურებული რეგიონებისთვის
  • გინეკოლოგიაში ორსულობის პათოლოგიური მიმდინარეობის და მშობიარობის შემდგომი პერიოდის დაავადებების განვითარების რისკს საგრძნობლად ამცირებს
  • სპირულინა შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, ამიტომაც  შეუძლია დაარეგულიროს  ორგანიზმის ცხიმოვანი მეტაბოლიზმი, განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების ცვლაზე. აქედან გამომდინარე, სპირულინა  ათეროსკლეროზისა და იშემიური დაავადებების საუკეთესო პრევენციაა
  • რადგანაც სპირულინა დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, დერმატოლოგიაში მისი გამოყენება კარგ შედეგებს იძლევა. განსაკუთრებით იმ დაავადებების დროს, როდესაც კანი უხეში და მშრალი ხდება

 

საერთაშორისო კომფერენციაზე, რომელიც ჩატარდა 1974 წელს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დასკვნით მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილ პროდუქტს ადამიანის ჯანმრთელობისთვის წარმოადგენს მიკრო წყალმცენარე  – სპირულინა!!!

 

spirulina